ელემენტ ჰოლდინგის სასწავლო აკადემია

პროფესიული განათლება სამშენებლო ინდუსტრიისთვის

ა(ა)იპ „ელემენტ ჰოლდინგის სასწავლო აკადემია” დაინტერესებულ პირებს თავაზობს სამშენებლო ინდუსტრიის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.

აკადემიის მიზანია მონაწილეთა პროფესიული განვითარება და მათი მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

სასწავლო პროგრამები

არმატურის სამუშაოების შესრულება

პროგრამა მოიცავს არმატურის დამზადებისა და დამუშავების ტექნოლოგიურ პროცესებს, ინჟინრული ნახაზების ინტერპრეტაციასა და სამუშაო დოკუმენტაციის ანალიზს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 18 სასწავლო კვირა / 432 აკადემიური საათი

საყალიბე სისტემების მონტაჟი და ბეტონირება

კურსი ითვალისწინებს საყალიბე კონსტრუქციების მონტაჟის, დემონტაჟის მეთოდოლოგიასა და ბეტონირების ტექნოლოგიურ რეგლამენტებს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 20 სასწავლო კვირა / 490 აკადემიური საათი

ხელოვნური ქვით კედლებისა და სტრუქტურების წყობა

პროგრამა მოიცავს ხელოვნური ქვით კედლებისა და სტრუქტურების წყობას და ფასადური სამუშაოების შესრულების მეთოდებს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 18 სასწავლო კვირა / 436 აკადემიური საათი

სამრეწველო იატაკების მოწყობა

კურსი ფოკუსირებულია ბეტონის, პოლიმერული და პოლირებული იატაკების ტექნოლოგიურ სპეციფიკაციებზე და შესრულების სტანდარტებზე.
პროგრამის ხანგრძლივობა: 16 სასწავლო კვირა / 388 აკადემიური საათი

ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობა

პროგრამა ითვალისწინებს საძირკვლური, სახურავის, აივნების და სველ ზონებში ჰიდროიზოლაციური სისტემების დანერგვის ტექნოლოგიებს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 16 სასწავლო კვირა / 388 აკადემიური საათი

კარიერული განვითარება

აკადემია უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კარიერულ მხარდაჭერას და სთავაზობს მათ დასაქმების შესაძლებლობებს „ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიებში, რაც პროფესიული განვითარების გარანტიას იძლევა

ელემენტ ჰოლდინგის სასწავლო აკადემია – თქვენი პროფესიული განვითარების საიმედო პარტნიორი სამშენებლო ინდუსტრიაში.

Facebook
LinkedIn
Print