რა ინოვაციებს ნერგავს „ელემენტ ჰოლდინგი“ სამშენებლო სექტორში

„ელემენტ ჰოლდინგი“ ქართულ სამშენებლო სექტორში სიახლეს ნერგავს – ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა გადაცემაში რედაქტ2 ისაუბრა.

მისი თქმით, „ელემენტ ჰოლდინგმა“  5 მლნ დოლარის ინვესტირებითა და „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით რკინაბეტონის ანაკრების კონსტრუქციების საწარმო აამოქმედა. ებელაშვილის განმარტებით, ტექნოლოგია ამცირებს მშენებლობის ხარჯებსა და ვადას, პროდუქტის ექსპუატაციის ვადა კი გაცილებით ხანგძლივია.

„რკინა-ბეტონის კონსტრუქციების წარმოებით იმპორტირებულ პროდუქტს ვანაცვლებთ და ადგილობრივ ბაზარს ბევრად უფრო დაბალბიუჯეტიან, თუმცა მაღალხარისხიან პროდუქტს ვთავაზობთ“, – ამბობს ებელაშვილი.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე სამშენებლო სფეროში რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, შესაბამისად ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად საწარმოს განვითარება გაგრძელდება.

აღსანიშნია, რომ დღეისთვის კახეთის გზატკეცილთან მდებარე საწარმო 30 მუდმივ სამუშაო ადგილს ქმნის, რაც მომავალში წარმოების განვითარებასთან ერთად გაიზარდება.

Facebook
LinkedIn
Print