„ოლ-პი მეტალი” აწარმოებს ლითონკონსტრუქციებს და უზრუნველყოფს მათ სამონტაჟო სამუშაოებს. კომპანია დამკვეთებს ხიდური ამწის დამზადება-მონტაჟს, საჭიროების შემთხვევაში კი მათ რესტავრაციას სთავაზობს. „ოლ-პი მეტალის” სერვისებს შორისაა სენდვიჩ პანელების მონტაჟი. გარდა ამისა, კომპანია ამზადებს თუნუქის აქსესუარებს და პასუხისმგებელია მათ სამონტაჟო სამუშაოებზე. სერვისებს შორისაა ნებისმიერი სირთულისა და დანიშნულების ლითონის ყალიბების დამზადება. „ოლ-პი მეტალის” მომსახურება მოიცავს ლითონის ელემენტებს განსხვავებული დიზაინერული თუ ფუნქციური ფორმით.
იგი 2019 წელს დაარსდა.
კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილი ინჟინრებისგან. პროფესიონალი კადრები კომპანიას საშუალებას აძლევს დამკვეთს შესთავაზოს მასზე მორგებული კონსტრუქციული გადაწყვეტები. აღნიშნული კი პროექტის და თანხმლები ბიუჯეტის ოპტიმიზაციას იწვევს. მცირდება როგორც მშენებლობის ვადა, ასევე – ხარჯები. სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს, სამშენებლო მოედანზე „ოლ-პი მეტალის” უსაფრთხოების ოფიცრის მეთვალყურეობის ქვეშ.
მასშტაბების ზრდამ კომპანია ახალი მიზნების წინაშე დააყენა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერის ფარგლებში, 11 000 კვ.მ. ტერიტორიაზე, არსებული საწარმოს გაფართოება მიმდინარეობს.