ელემენტ ჰოლდინგის მხარდაჭერით მელიორა 2024 გაიმართა

“ელემენტ ჰოლდინგის” მხარდაჭერით, ‘’საქართველოს პასუხისმგებლიანი ბიზნესის კონკურსის- მელიორას” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

“ელემენტ ჰოლდინგის” მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ეკატერინე მამამთავრიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის სტიმულირება CSR აქტივობების მხრივ: აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების განვითარებას და ამავდროულად, ზრდის საკითხზე ინფორმირებულობის დონეს”.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდროვიჩის შეფასებით კი: „მელიორას“ დაჯილდოება კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ  მუშაობს ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ბიზნეს ასოციაციებთან, რათა დანერგოს პასუხისმგებლობა და მდგრადობა ქართული ბიზნესის ძირითად სტრატეგიებში. პასუხისმგელიანი ბიზნეს მიდგომები იწვევს გრძელვადიან ფინანსურ წარმატებას, ისევე როგორც სოციალურ სიკეთეს“.

“მელიორა2024”-მა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივები 7 კატეგორიაში გამოავლინა:

• მწვანე ინიციატივა;

•  პასუხისმგებელი დამსაქმებელი;

• საზოგადოების მხარდაჭერა;

•  სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა;

•  გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე;

• წლის საუკეთესო CSR მენეჯერი;

•  წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 59-მა კომპანიამ, 86 პროექტით. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

Facebook
LinkedIn
Print