ელემენტ ჰოლდინგი მენტორინგის პროგრამაში ერთვება

„ელემენტ ჰოლდინგი“ უერთდება „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივას, რომელიც რეგიონებში მოქმედი სამშენებლო მასალების მწარმოებელთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტი მენტორინგის პროცესის საშუალებით, კომპანიების საჭიროებების გამოვლენასა და მათ უზრუნველყოფას გულისხმობს. 

„ვფიქრობ, ჩვენ ხელთ არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პროექტში ჩართული კომპანიებისთვის სასარგებლო და, რაც მთავარია, შედეგის მომტანი იქნება. ქართული სამშენებლო სექტორის გამოწვევები, მათი დაძლევის საშუალებები, რისკების იდენტიფიცირება და მათი სწორი მართვა, თანამედროვე მენეჯმენტ სისტემა – მენტორინგის პროგრამით ბენეფიციარ კომპანიებს ამ და სხვა არაერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხზე მივაწოდებთ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ პროექტი თავისი შინაარსით ზუსტად პასუხობს „ელემენტ ჰოლდინგის“ მიზანს – წვლილი შეიტანოს ქართული სამშენებლო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში“,- განმარტავს „ელემენტ ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაქრო ებელაშვილი.

პროგრამა ხორციელდება „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) ხელშეწყობით. RSMEDP პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად.

Facebook
LinkedIn
Print