“იეფესი” წარმოადგენს კვალიფიციური კადრებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო კომპანიას.
კომპანია 2022 წელს დაარსდა.
მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სერვისებს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, კონსტრუქტორის მომსახურება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა.
“იეფესის” პრიორიტეტული მიმართულებაა მშენებლობის ხარისხის კონტროლი.
გამოცდილების გაზიარებით, კომპანია ბიზნეს სექტორში საერთაშორისო მიდგომების დამკვიდრებას უწყობს ხელს. იგი კლიენტებს ეხმარება თანხვედრაში იყვნენ და დანერგონ ისეთი მნიშვნელოვანი სტანდარტები, როგორებიცაა:
ISO-45001 (ყოფილი OHSAS-18001) პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტი;
ISO-14001 გარემოს დაცვის სისტემის მართვის სტანდარტი;
ISO-9001:2015 ხარისხის მართვის სტანდარტი.
განვითარებაზე ორიენტირებული ექპერტთა ჯგუფი პოზიციონირების არეალში მომხმარებელს სთავაზობს დროულ და მაღალკვალიფიციურ სერვისს.