ზერონი TRIDIUM-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

„ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანია „ზერონსა“ და ამერიკულ ბრენდს „ტრიდიუმს“ შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.

შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი „ელემენტ ჰოლდინგის“ სათავო ოფისში მოეწერა, „ზერონი“ მომხმარებლებს შენობის მართვის ავტომატიზაციისა და BMS-ის მიმართულებით ინოვაციურ მიდგომებს შესთავაზებს. აღნიშნულისთვის ქართული კომპანია „ტრიდიუმის“ პროდუქტს „ნიაგარა ქსელს“ გამოიყენებს.

„ზერონი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც შეუძლია სრულად ისარგებლოს ჩვენი გამოცდილებითა და ტექნიკური რესურსებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, მართვისა და მონიტორინგის თუ გრაფიკული პროექტირების პერსპექტივები. პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მომხმარებელზე მორგებულ თანამედროვე გადაწყვეტილებებს ვქმნით – შენობების BMS-ისა და ავტომატიზებული სისტემების მიმართულებით“, – განაცხადა „ტრიდიუმის“ გაყიდვების ქსელის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში ირექ პაკულამ.

„ტრიდიუმთან“ პარტნიორობის პარალელურად, „ზერონი“ განაგრძობს საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაციას საქართველოში ინოვაციური სერვისების დანერგვის მიზნით.

Facebook
LinkedIn
Print