“ელემენტ ჰოლდინგისა” და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ერთობლივი პროექტის შედეგად, უკვე აქტიურად მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით სალექციო კურსები: შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში და სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის ხარისხის კონტროლი.
პროგრამებს უძღვებიან სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალები, რომლებმაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ტრენერებთან გაიარეს გადამზადება.
მსურველთათვის სწავლის ღირებულება დაფინანსებულია „ელემენტ ჰოლდინგის“ მიერ.