„ელემენტ ჰოლდინგი“ USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, პროფესიული განვითარების ტრენინგებს ახორციელებს.
სწავლების მიზანი ევროპული მიდგომების გაზიარება და პრაქტიკული საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებაა. გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა დამსწრეებს სასწავლო პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
„ელემენტ ჰოლდინგის“ და USAID-ის თანამშრომლობის მიზანს სამშენებლო ბაზრის პროფესიონალი კადრებით გაჯერება წარმოადგენს.