„ფორმულა” მაღალი ხარისხის, სხვადასხვა სახეობის წებოცენეტსა და ბათქაშს აწარმოებს.
კომპანია 2018 წელს დაფუძნდა.
ერთწლიანი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შედეგად კი, 2019 წელს, მშრალი ნაზავების ქარხანა “ფორმულა” გაიხსნა. იგი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და თანამედროვე ლაბორატორიით.
კომპანიის წარმოებულ პროდუქტებს შორისაა: ფორმულა ეკონომი, ფორმულა სტანდარტი, ფორმულა პრემიუმი, ფორმულა უნივერსალი, ფორმულა უნივერსალი გაძლიერებული, ფორმულა სუპერძლიერი თეთრი, ცემენტის დეკორატიული ბათქაში, თვითსწორებადი იატაკი და ა.შ.