პაატა ჩიტორელიძე

პაატა ჩიტორელიძემ 1994-1998 წლებში, უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო კომერციისა და მარკეტინგის მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი კი, 2005-2007 წლებში, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამით, ESM-ში დაიცვა.

პაატა ჩიტორელიძის სახელი კარგადაა ცნობილი ქართულ საბანკო სექტორში. 2001-2018 წლებში, „თიბისი ბანკში” მას სხვადასხვა წამყვანი პოზიცია ეკავა. მათ შორის, იყო კორპორატიული რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი.

2018 წელს, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილის პოსტზე მყოფმა, ამჯობინა საკუთარი ძალები მთლიანად მისივე დაფუძნებული სამშენებლო კომპანიისთვის დაეთმო.

ამჟამად, პაატა ჩიტორელიძე აქტიურად არის ჩართული „ელემენტ ჰოლდინგის” როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში.

Facebook
LinkedIn
Print