მრავალფუნქციური გადახურვის სისტემები და საერთაშორისო გამოცდილება

“მრავალფუნქციური გადახურვის სისტემები, ენერგოეფექტური მიდგომებები და მასალები – “ელემენტ ჰოლდინგში” ამჯერად ჩეხი ექსპერტის პეტრ კაფონეკის ტრენინგი გაიმართა.

„მრავალფუნქციური გადახურვის სისტემები, მსოფლიოში ამჟამად ყველაზე მოთხოვნადია. სწორედ ამიტომ „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაგეგმა ლექციების კურსი, რათა გაეღრმავებინა დასაქმებული კადრების ცოდნა. ჩემი მიზანია მათ არსებული გამოცდილება და სფეროში არსებული ინოვაციები გავუზიარო“, – აღნიშნავს პეტრ კაფონეკი.

„ელემენტ ჰოლდინგში“ საერთაშორისო ექსპერტების ტრენინგები USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში მიმდინარეობს.

Facebook
LinkedIn
Print