მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც “ელემენტ ჰოლდინგი” დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს აცნობს.

მორიგი შეხვედრა ქალაქ გორში გაიმართა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სასწავლო კურსების შედგენას,  წინ სამშენებლო ბაზრის კვლევა უძღოდა. დასახელებულმა დოკუმენტმა სექტორში დეფიციტური პროფესიები  გამოავლინა, რასაც კომპანიამ ქმედითი ნაბიჯით უპასუხა.

“ელემენტ ჰოლდინგი” პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს USAID-ის პროექტის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში ხსნის.

საინფორმაციო კამპანიის მომდევნო შეხვედრა კი 19 აგვისტოს, ქალაქ მცხეთაში გაიმართება.

Facebook
LinkedIn
Print