„ელემენტ ჰოლდინგი“ აცხადებს ევროკოდების შემსწავლელ ტრენინგზე მიღებას.
საერთაშორისო ექსპერტების მიერ 15 კომპანიის 25 კონსტრუქტორი გადამზადდება. სწავლება მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.
პროექტი „ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის“ მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“ მიერ, რომელსაც ახორციელებს GIZ და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.
დაინტერესებული პირებისთვის აქტიურია სარეგისტრაციო ფორმა: https://rb.gy/1y4m48
პროექტის პარტნიორები არიან: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), საქართველოს კონსტრუქტორ/ინჟინერთა ასოციაცია (SEAG) და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC).
ტრენინგის პროგრამა:
ევროკოდი 0: კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები;
ევროკოდი 1: კონსტრუქციებზე მოქმედი დატვირთვები;
ევროკოდი 2: ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება;
ევროკოდი 8: კონსტრუქციების დაპროექტება სეისმური მდგრადობისთვის.
ტრენინგის ხანგრძლივობა:
მაისი – 30 საათი, 8 დღის განმავლობაში;
ივლისი – 30 საათი, 8 დღის განმავლობაში.
ლოკაცია:
აბელ ენუქიძის #7.
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:
უმაღლესი განათლება სამშენებლო/ საინჟინრო მიმართულებით;
დასაქმებული კონსტრუქტორის პოზიციაზე;
სამუშაო გამოცდილება;
ტრენინგზე მიღებული ცოდნა/უნარების პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივა.
ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.
დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციო ფორმა 14 მარტამდე უნდა შეავსონ. დაკავშირება და დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.