ევროკოდების საინფორმაციო სემინარი თბილისში

ევროკოდების შესახებ დასკვნითი საინფორმაციო სემინარი თბილისში გაიმართა.

შეხვედრაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა ახალ სამშენებლო ნორმებზე ექსპერტებისგან  ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ევროკოდების დანერგვის პროცესსა და უპირატესობებზე ისაუბრა „ელემენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერაძემ.

საინფორმაციო სემინარები “ელემენტ ჰოლდინგის”, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა“ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე ჩატარდა ქალაქებში – ბათუმსა და ზუგდიდში.

Facebook
LinkedIn
Print