ახალი სამშენებლო სტანდარტის – ევროკოდების დანერგვის ხელშემწყობი პროექტი გრძელდება.
ამჯერად, ტრენერთა ტრენინგების კომპონენტი ხორციელდება. პროცესს უძღვებიან რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის (Riga Technical University) ლექტორი, სტრუქტურული ინჟინერი და კომპანია “Kurbads”-ის დამაარსებელი, ნორმუნდს ტინარსი და “ლატვიის სტრუქტურულ ინჟინერთა ასოციაციის” გამგეობის წევრი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის მაგისტრი, მატის აფსაიტისი.
ტრენინგის მსმენელებს სტრუქტურული ინჟინრები წარმოადგენენ.
პროექტი „ელემენტ ჰოლდინგის“, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და USAID-ის „ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ მხარდაჭერით ხორციელდება.