ელემენტ კონსტრაქშენთან  პარტნიორობით ვენდი’ს-ის ახალი რესტორანი გაიხსნა

„ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი” საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობას განაგრძობს. 

Design & Build-ის პრინციპით, ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“  Wendy’s კიდევ ერთი რესტორანი დაასრულა.

,,ბრენდის ახალი დიზაინის გავრცელება აშშ-ში მომავალი წლიდან დაიწყება, საქართველოში კი ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ აღნიშნული სტანდარტით უკვე მეორე ობიექტი დააპროექტა და  ააშენა“, – განაცხადა „ვენდის“ გენერალურმა დირექტორმა. გიორგი მშვილდაძემ სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობის კომფორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ საერთაშორისო სტანდარტებით ოპერირებს.

რესტორნის ოფიციალურ გახსნას, ,,ვენდისისა“ და ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრო.

Facebook
LinkedIn
Print