“ელემენტ ჰოლდინგში” დაინტერესებული აუდიტორია USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შესაძლებლობებს გაეცნო. აქტივობის ფარგლებში, დაგეგმილია კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები შემდეგი მიმართულებებით:
- სამშენებლო ხარისხი მშენებლობაში;
- შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში;
- ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.
კურსის ხელმძღვანელებმა დამსწრე საზოგადოებას სასწავლო პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
აღსანიშნავია, რომ გადამზადების პროგრამის საფასური სრულად პროექტიდან იფარება.
წარმატებული მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ ფარგლებში და დასაქმდებიან პარტნიორ კომპანიებში.