ელემენტ ჰოლდინგში ქოუჩინგ-სესია გაიმართა

მართვის ინოვაციური მიდგომები და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემა – აღნიშნულ თემაზე „ელემენტ ჰოლდინგში“ შვეიცარიელმა ექსპერტმა გეორგ შმალცმა ქოუჩინგ-სესია ჩაატარა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებას სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტოპ მენეჯერისთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალება მიეცა.,,ელემენტ ჰოლდინგი“ სამომავლოდაც განაგრძობს მსგავსი ხასიათის ღონისძიებების ორგანიზებას. კომპანია, ქოუჩინგ-სესიების სახით, არაერთი საერთაშორისო ექსპერტის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს.

Facebook
LinkedIn
Print