“ელემენტ ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიები ოპერირების სფეროში ლიდერობისთვის ბიზნეს ღონისძიებაზე “Golden Brand” დაჯილდოვდნენ.
“ელემენთ ქონსთრაქშენი” ნომერ პირველ ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა, “ოლ-პი ჯგუფს” კი იატაკის ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიის სტატუსი მიენიჭა.
“ელემენტ ქონსთრაქშენი” გამარჯვებულად კვლევის საფუძველზე გამოვლინდა. გამოკითხვაში მონაწილეობენ: სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები. პარალელურად, გამოიკითხა 2000-ზე მეტი მომხმარებელი.
იატაკის ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიის სტატუსი კი, სპეც ნომინაციის ფარგლებში, „ოლ-პი ჯგუფს“ თავად ღონისძიების ორგანიზატორებმა მიანიჭეს, რომლებიც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიების წარმატების დინამიკას.
ბიზნეს დაჯილდოება მარკეტინგული კვლევის კომპანია GLOBAL IDEA-სა და ბიზნეს გამოცემა THE FINANCIAL-ის ინიციატივით ჩატარდა.