
„ელემენტ ჰოლდინგის“ ოპერირების გაფართოების გეგმებზე ისაუბრა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა ბიზნესს გადაცემაში “წერტილი”.
„საკმაოდ რთული პროცესია უცხოურ ბაზარზე შესვლა და დიდ რისკებთანაც არის დაკავშირებული. თუმცა 16-წლიანი ექსპერტიზა, რომელიც ,,ოლ-პი ჯგუფში“ დაგროვდა, საჭირო იყო, გვეცადა ქვეყნის ფარგლებს გარეთ როგორ იმუშავებდა. პირველი ჩვენი მცდელობა უზბეკეთის ბაზარი იყო, სადაც სერვისის გატანამ გაამართლა”, – განაცხადა ებელაშვილმა.
“ელემენტ ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის თქმით, 2024 წელს უზბეკეთში სერვის ჰოლდინგის კიდევ რამდენიმე კომპანია გაიტანს.