ელემენტ ჰოლდინგის პროექტები CORPORATE SUSTAINABILITY AWARD -ზე

მენტორინგის პროგრამა, პროფესიული განათლების განვითარება, სოციალური მეწარმეოების მხარდაჭერა, განათლების ხელშეწყობა – CORPORATE SUSTAINABILITY AWARD-ზე შეკრებილი საზოგადოება “ელემენტ ჰოლდინგის” განხორციელებულ პროექტებს გაეცნო.

კომპანიის აღნიშნული აქტივობები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას ემსახურება.

კორპორაციული  მდგრადობის  ჯილდოს ცერემონია  გაეროს გლობალური  შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების მიზანი ბიზნეს სექტორის პასუხისმგებლიან წარმომადგენელთა მხარდაჭერაა.

Facebook
LinkedIn
Print