ელემენტ ჰოლდინგი USAID-თან თანამშრომლობას იწყებს

პარტნიორობის მიზანი სამშენებლო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაა

„ელემენტ ჰოლდინგი” იწყებს თანამშრომლობას USAID-ის პროგრამებთან: „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ და „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“.

შესაბამის ხელშეკრულებებს მხარეებმა ხელი 30 ნოემბერს მოაწერეს.

USAID-ის პროგრამასთან, ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”, თანამშრომლობის ფარგლებში, „ელემენტ ჰოლდინგი” პროფესიული განათლების მომზადებისა და გადამზადების ცენტრს ხსნის.

პარტნიორობა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, დასაქმების ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტი 13 ავტორიზებული პროგრამის ამოქმედებას, უცხოელი ექსპერტების ჩართულობას, სასწავლო ცენტრისთვის განკუთვნილი შენობის რეკონსტრუქციას, 300-მდე სტუდენტის მომზადება-გადამზადებასა და დასაქმებას გულისხმობს.

პროგრამების შერჩევას წინ უძღოდა „ელემენტ ჰოლდინგის“ დაკვეთით წარმოებული სამშენებლო სექტორის მოთხოვნების კვლევა, რომლის ფარგლებში დამსაქმებლებმა  მათთვის საჭირო და დეფიციტური პროფესიები დაასახელეს.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში კი, „ელემენტ ჰოლდინგი“, „ინფრასტუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან“ ერთად განახორციელებს კონსტრუქტორებისა და არქიტექტორების გადამზადებას ინტენსიური ტრენინგების საშუალებით. უცხოელი ექსპერტის მიერ მომზადებული კადრები, თავის მხრივ, ჩაატარებენ ცნობიერების ასამაღლებელ სემინარებს დაინტერესებული მხარეებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მხარეთა მიზანია, სახელმწიფოში ახალი ევროპული სამშენებლო სტანდარტების – ევროკოდების დანერგვის პროცესის პარალელურად, მოამზადონ პროფესიული კადრები, რომლებიც ცვლილებს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეხვდებიან.

„ელემენტ ჰოლდინგი“ და USAID-ი სამომავლოდაც განაგრძობენ აქტიურ თანამშრომლობას სამშენებლო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით.

Facebook
LinkedIn
Print