ელემენტ ჰოლდინგი ცოდნის კაფეს მხარდასაჭერად

6 ივნისს „ელემენტ ჰოლდინგი“ 16 წლის გახდა. საიუბილეო თარიღი კომპანიამ საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი ღონისძიებით აღნიშნა – სოციალური საწარმოს „ცოდნის კაფე“ მხარდაჭერის სახით.შედეგად, „ელემენტ ჰოლდინგი“ უზრუნველყოფს სოციალური საწარმოს ეზოს კეთილმოწყობას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობისთვის. მიზანი ახალგაზრდების განათლების, მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და სტარტაპების გაძლიერებაა.
,,ელემენტ ჰოლდინგი“ 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს კახეთში მდებარე სოციალური საწარმოს ინიციატივებს. კომპანია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ადგილობრივ დონეზე არსებობდეს მოქმედი ცენტრი, რომელიც საკუთარი თემის
ჩართულობით შეძლებს რეგიონის განვითარების პერსპექტივის შექმნას.

Facebook
LinkedIn
Print