„ელემენტ ჰოლდინგი“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora მხარდამჭერია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი ბიზნეს ინიციატივების ხელშეწყობა.
Meliora-ს მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და ბიზნეს სექტორში მსგავსი სტანდარტების სტიმულირებაა.

კონკურსი 2018 წლიდან „სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრის“ ინიციატივით ტარდება. იგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საექსპერტო ორგანიზაციაა.
ღონისძიებამ CSR საკითხებზე ბიზნეს სექტორში ინტერესისა და ინფორმირებულობის ზრდას შეუწყო ხელი. აღნიშნულს სტატისტიკა ადასტურებს – 2018-2022 წლებში მასში მონაწილეობა მიიღო 120-მა კომპანიამ 300-მდე პროექტით.
კონკურსი მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნეს-პლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. ყოველივე ეს კონკურსს Meliora საქართველოს მასშტაბით კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინიციატივის სტატუსს ანიჭებს.
ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
MELIORA 2024-ის გამარჯვებულები ივნისში გამოვლინდებიან.