სამშენებლო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, “ელემენტ ჰოლდინგი” „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას” წევრი გახდა.
მხარეები ითანამშრომლებენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით, როგორებიცაა სფეროში მიმდინარე რეფორმები, სტანდარტები და დარგისთვის საჭირო ინიციატივების იდენტიფიცირება.
ამჟამად, “ელემენტ ჰოლდინგი” და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა“ ასოციაცია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის ფარგლებში, სექტორისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. პროცესის მიზანია სამშენებლო სფერო მომზადებული დახვდეს ახალ სტანდარტებს – ევროკოდების სახით.