ელემენტ ჰოლდინგი  Caucasus Build-ზე

„ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიებმა Caucasus Build-ის ვიზიტორებს საკუთარი სერვისები და ინოვაციური პროდუქტები გააცნეს. 

ოლ-პი ჯგუფი, თიფოქსი, ზერონი, სპეც რენთი და ჯიანელი – ჰოლდინგი მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენაზე აღნიშნული კომპანიებით იყო წარმოდგენილი.

ღონისძიება ერთმანეთთან აკავშირებს სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მათ პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს. Caucasus Build-ი საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით ტარდება.

Facebook
LinkedIn
Print