იეფესი

EFS-ი ინსპექტირების დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც 2022 წელს დაარსდა. ბრენდი ბაზარზე ოპერირებს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისით, რომელთა შორის წამყვანი პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა, ასევე მშენებლობის ხარისხის კონტროლია.
გამოცდილების გაზიარებით, EFS-ი ბიზნეს სექტორში საერთაშორისო მიდგომების დამკვიდრებას უწყობს ხელს. იგი კლიენტებს ეხმარება თანხვედრაში იყვნენ და დანერგონ ისეთი მნიშვნელოვანი სტანდარტები, როგორებიცაა:

ISO-45001 (ყოფილი OHSAS-18001) პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტი;
ISO-14001 გარემოს დაცვის სისტემის მართვის სტანდარტი;
ISO-9001:2015 ხარისხის მართვის სტანდარტი.

კომპანიის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

Facebook
LinkedIn
Print