“იეფესი” წარმოადგენს კვალიფიციური კადრებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო კომპანიას.
იგი 2022 წელს დაარსდა.
EFS-ი ბაზარზე ოპერირებს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისით, რომელთა შორისაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, მშენებლობის ხარისხის კონტროლი/ზედამხედველობა, გეოდეზია და ენერგო აუდიტი.
გამოცდილების გაზიარებით, EFS-ი ბიზნეს სექტორში საერთაშორისო მიდგომების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
EFS-ი 2025 წლიდან „ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიებს: ALL-P GROUP Uzbekistan, Element Construction, ZERONE MEP-ს შრომის უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით უზბეკეთში ემსახურება.
კომპანიის სერვისი ხელმისაწვდომია როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის.