გიორგი ბერაძემ 1998 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი) დაამთავრა. 2000-2008 წლებში კი გერმანიაში, მიუნსტერის უმაღლეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობა-კონსტრუქტორის სპეციალობას ეუფლებოდა.
სწავლის დასრულების შემდეგ, დაიკავა ამავე სასწავლებლის ლაბორანტის პოზიცია ლითონთა ტექნოლოგიის კათედრაზე.
გიორგი ბერაძე საქართველოში 2010 წელს დაბრუნდა და „ელემენტ ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის „ოლ-პი ჯგუფის” დირექტორი გახდა. მისი ხელმძღვანელობით, „ოლ-პი ჯგუფმა” საქართველოს ბაზარზე არაერთი ინოვაციური პროდუქტი შექმნა.
2019-2023 წლებში გიორგი ბერაძე ლითონკონსტრუქციების ქარხნის „ოლ-პი მეტალის” დირექტორის პოსტს იკავებდა. აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ გააფართოვა როგორც სერვისები, ასევე დამკვეთთა პროფილი.
ამჟამად გიორგი ბერაძე „ელემენტ ჰოლდინგის” სტრატეგიული მიზნების განხორციელებაშია ჩართული, რაც ახალი მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო მასშტაბით გატანას გულისხმობს.