პროფესიული განათლება გარანტირებული დასაქმებით

გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა!

„ელემენტ ჰოლდინგი“ და  USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“  გთავაზობთ:

  • პროფესიული გადამზადების 13 კურსს სამშენებლო სფეროდან;
  • გარანტირებულ დასაქმებას.

მსურველთათვის სწავლის ღირებულება დაფინანსებულია თავად პროგრამის ფარგლებში.

აირჩიე და დაეუფლე სამშენებლო სექტორში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს!

პროგრამები და მათი ხანგძლივობა:

  • MEP ვენტილაცია – 8 თვე;
  • MEP გათბობა-გაგრილების მოწყობა წყლის სისტემებით – 7 თვე;
  • MEP გათბობა-გაგრილების მოწყობა ფრეონის სისტემებით – 3 თვე;
  • ხარისხის კონტროლი მშენებლობაში – 4 თვე;
  • რკინაბეტონის სამუშაოები – 8 თვე;
  • მექანიკური ლესვა – 3 თვე;
  • ღებვა – 4 თვე;
  • დათბუნებული ფასადების სამუშაოები – 3 თვე;
  • შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში – 3 თვე;
  • პოლიმერული იატაკის მოწყობა – 3 თვე;
  • პოლირებული იატაკის მოწყობა – 3 თვე;
  • ბეტონის იატაკის მოწყობა – 3 თვე;
  • ჰიდროიზოლაციის სამუშაოები – 8 თვე.

სასწავლო კურსები  2024 წლის 10 სექტემბერს იწყება.

პროცესის ინტენსივობა: 10 საათი კვირის განმავლობაში.

კურსის დასრულების შემდეგ:

გაიცემა „ელემენტ ჰოლდინგისა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“  ერთობლივი სერტიფიკატი;

სტუდენტები კი დასაქმდებიან პროგრამის პარტნიორ, მათ შორის, „ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიებში.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

Facebook
LinkedIn
Print