1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. საბჭოთა არმიამ თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ტანკებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაარბია.
9 აპრილის ღამეს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე დაიღუპა 21 ადამიანი. ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს კი, უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
1921 წელს ქვეყნის გასაბჭოებით დაკარგული დამოუკიდებლობა სწორედ ამ დღეს აღდგა.
ფოტოჟურნალისტებმა გურამ წიბახაშვილმა და გიორგი (გოგი) ცაგარელმა აპრილის მოვლენების მნიშვნელოვანი ნაწილი ასახეს.
წიბახაშვილი იხსენებს, როგორ იქმნებოდა ისტორიული არქივი და ამბობს, რომ ცაგარელის ხედვა გამორჩეული იყო.გიორგი (გოგი) ცაგარელი 2020 წლის 𝟗 აპრილს გარდაიცვალა.