„ზერონი“ თანამედროვე და სწრაფად მზარდი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც 2022 წელს შეიქმნა და წარმატებით ასრულებს ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს.
„ზერონის“ ინჟინერთა გუნდი ქმნის სრულ MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემები) სერვისს და აქტიურად იყენებს პროექტირების ინოვაციურ მიდგომას BIM ფორმატში. კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს:
- ინდუსტრიულ საწარმოებსა და ლოჯისტიკურ ჰაბებს;
- საცხოვრებელ კომპლექსებსა და სასტუმროებს;
- სავაჭრო და საოფისე სივრცეებს;
- საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს.
რეგიონული გაფართოება „ზერონის“ განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. 2024 წლიდან კომპანია აქტიურად ოპერირებს უზბეკეთის ბაზარზეც.
“ზერონი” აქტიურად უჭერს მხარს პროფესიული განათლების განვითარებას და ხელს უწყობს ახალგაზრდა ინჟინრების პროფესიულ წინსვლას. კომპანია ახორციელებს სტუდენტური სტაჟირების პროგრამებს, რაც საშუალებას აძლევს ტექნიკური მიმართულების სტუდენტებს შეიძინონ პრაქტიკული უნარები რეალურ სამუშაო გარემოში.
კომპანიის მიზანია შექმნას ახალი სტანდარტი ტექნიკურად სრულყოფილი, ენერგოეფექტური და გრძელვადიანი საინჟინრო გადაწყვეტილებებით.