ზაქრო ებელაშვილმა 2016-2018 წლებში, ეკონომიკისა და ფინანსების ანალიზის მაგისტრის ხარისხი პალერმოს უნივერსიტეტში, იტალიაში მიიღო. ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე კი ხორვატიაში, 2018-2019 წლებში, დუბროვნიკის უნივერსიტეტში სწავლობდა.
2019 წელს, საქართველოში დაბრუნებული შეუერთდა „ელემენტ ჰოლდინგის” პარტნიორი კომპანიის „სითიმის” პროექტებს.
აღნიშნული აქტივობები უზრუნველყოფდა ბაზარზე ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების კონკურენტულ უპირატესობას.
ზაქრო ებელაშვილი 2022 წლიდან „ელემენტ ჰოლდინგის” გენერალური დირექტორია. უშუალოდ მისი ჩართულობით ჩამოყალიბდა ჰოლდინგური სტრუქტურა და შემუშავდა კომპანიის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია.
ამჟამად მისი ამოცანა, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიების ეფექტური კორპორატიული მართვა და გაძლიერებაა, რომელიც ინოვაციური მართვის მიდგომებით ხორციელდება.