„ელემენტ ჰოლდინგის” მიზანია წვლილი შეიტანოს ქართული სამშენებლო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.
საერთაშორისო სტანდარტებთან დარგის თანხვედრისთვის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიები სისტემატურად ნერგავენ შესაბამის მეთოდოლოგიებსა და სერვისებს.
ღირებულებები
„ელემენტ ჰოლდინგისთვის” პრიორიტეტულია:
- ადამიანის უფლებები, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემო;
- ხარისხიანი განათლება და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა;
- პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.
