კომპანია “თიფოქსი” აქტიურად ოპერირებს სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე. ბრენდი 2022 წელს დაარსდა და მას შემდეგ დინამიურად მუშაობს მასშტაბებისა და ახალი მიმართულებების განვითარებაზე.
კომპანია აქტიურად ანხორციელებს იმპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. იმპორტირებული პროდუქციის დასახელებებს შორის მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებული სამშენებლო ტექნიკისა და მასალების ისეთი ბრენდები, როგორიცაა: SFS, OSCAR, WEBER, SEKIZLI, TUNA, ASSAN PANNEL, ASYA DOKUM.
„თიფოქსის“ სასაწყობე სივრცეში მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ სივრცეში შეარჩიოს სენდვიჩ პანელები, სამშენებლო ტექნიკა, საღებავები, სამშენებლო ფხვნილები, თბო და ჰიდროსაიზოლაციო მასალები, ასევე კარები და სხვადასხვა სამშენებლო აქსესუარი.
ბრენდი მუდმივად მიყვება საერთაშორისო ტენდენციებს, ინოვაციებს და ბაზრის დინამიკას, რათა მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ ხარისხიანი მასალა, არამედ პროფესიული კონსულტაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადაწყვეტილებები. სწორედ ამ მიდგომით, „თიფოქსი“ ქმნის დამატებით ღირებულებას და უწყობს ხელს სექტორის უწყვეტ განვითარებას.