„საქართველო-უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ – ელემენტ ჰოლდინგი ბიზნეს კონფერენციის მონაწილეა

„ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიების მონაწილეობით ტაშკენტში ბიზნეს კონფერენცია „საქართველო-უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სერვისები და პორტფელი „ოლ-პი ჯგუფმა“, „ელემენტ ქონსთრაქშენმა“, „ზერონმა“ და „ელემენტ ფით-აუთმა“ გააცნო. აღნიშნული ბრენდები წარმატებით ოპერირებენ უზბეკეთის ბაზარზე „ბელტერა ჰოლდინგთან“ პარტნიორობით.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნა ქართული და უზბეკური ბიზნესების თანამშრომლობისთვის, ახალი პროექტების დაგეგმვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

კონფერენცია „საქართველო- უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“  8-9 ოქტომბერს “გაყიდვების ასოციაციის” ორგანიზებით ჩატარდა.

Facebook
LinkedIn
Print