„ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ „ოლ-პი ჯგუფი“ ოპერირება უზბეკეთის ბაზარზე დაიწყო. ,,ოლ-პი უზბეკეთი“ ადგილობრივ კომპანიასთან ,,ბელტერა ჰოლდინგი“ პარტნიორობით დაფუძნდა.
„ოლ-პი ჯგუფი“ საერთაშორისო სამშენებლო სექტორის საფუძვლიანი ცოდნითა და გამოცდილებით შევარჩიეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ექსპერტული ხედვები და მიდგომები უზბეკეთის ბაზარზე დავნერგოთ“, – აცხადებს „ბელტერა ჰოლდინგის“ წარმომადგენელი ბაბურ გულიამოვი.
,,ოლ-პი ჯგუფის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანია დინამიურად განაგრძობს საერთაშორისო ბაზრის ათვისებაზე მუშაობას.