„მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“ – თბილისმა არქიტექტურულ ფორუმს უმასპინძლა.
ღონისძიების მთავარ პარტნიორებს “ელემენტ ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიები “ელემენტ ქონსთრაქშენი” და “ზერონი” წარმოადგენდნენ. TAF-ი „სითიზენის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა.
ფორუმი მიზნად ისახავდა არქიტექტურის ტრადიციული საზღვრების გაფართოებას და იმ უხილავ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს: ემოცია, მეხსიერება, კულტურული ნარატივები და მდგრადი პრაქტიკები.
აღნიშნულ თემებზე ფორუმის სცენამ ისეთ მასშტაბურ სპიკერებს უმასპინძლა, როგორებიც არიან მანუელა გატო (Zaha Hadid Architects), მარიოს ცილიაკოსი (Foster + Partners), ტიმ ფუ (Studio Tim Fu), სემ რაითი (WilkinsonEyre) და სხვა.
ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, 27 სექტემბერს გაიმართა.