
რას წარმოადგენს ევროკოდები, როდიდან ხდება ახალი სამშენებლო ნორმები სავალდებულო და რა სარგებელი მოაქვს მათ გამოყენებას – აქტუალურ საკითხზე ამჯერად ქალაქ ზუგდიდში იმსჯელეს.
დამსწრე საზოგადოებას მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
სემინარი „ელემენტ ჰოლდინგის“, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა“ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. მხარეთა პარტნიორობის მიზანი ევროკოდების დანერგვის პროცესის ხელშეწყობაა.