„ელქრითი“ ქართულ სამშენებლო სექტორში გამორჩეული უპირატესობით პოზიციონირებს. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს პროექტირებას, წარმოებას და მონტაჟს, როგორც რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების, ასევე ლითონკონსტრუქციების გამოყენებით. ბრენდი ბაზარზე 2023 წლიდან პოზიციონირებს.
აღნიშნული კომპანიას შესაძლებლობას აძლევს დამკვეთებს გაუზიაროს მათზე მორგებული, ოპტიმალური სამშენებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხობს დამკვეთის ტექნიკურ, დროით და ფინანსურ მოთხოვნებს.
„ელქრითის“ მიერ რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციებითა და ლითონკონსტრუქციებით შესრულებული პროექტებში ერთიანდება:
- ინდუსტრიული შენობები და საწარმოო ჰაბები;
- სასაწყობე და ლოგისტიკური კომპლექსები;
- კომერციული სივრცეები და სავაჭრო ცენტრები;
- საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა;
- საზოგადოებრივი დანიშნულების მრავალფუნქციური კომპლექსები.
საწარმოო პროცესი თბილისში მიმდინარეობს. „ელქრითის“ მფლობელობაშია ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასაწყობო სივრცეც.