ელემენტ ფით-აუთი

„ელემენტ ფით-აუთის“ საქმიანობას საფუძვლად უდევს ხარისხი, საერთაშორისო სტანდარტი და ხედვა. კომპანია 2025 წელს დაარსდა.

კომპანია დამკვეთებს სთავაზობს სრულ მომსახურებას — კონცეფციიდან შესრულებამდე: პროექტირება, ინტერიერის დიზაინი და უმაღლესი ხარისხის სარემონტო სამუშაოები. შედეგად, კომპანიის მიერ შესრულებული ობიექტები ხასიათდება გამორჩეული ესთეტიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

„ელემენტ ფით-აუთი“ უკვე არაერთი საერთაშორისო ბრენდის ნდობით სარგებლობს. არსებული პარტნიორობა კომპანიას შესაძლებლობას აძლევს დამკვეთებს ქართული ბაზრისთვის ინოვაციური და უნიკალური პროდუქტები შესთავაზოს.

„ელემენტ ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შემავალი კომპანია 2025 წლიდან უზბეკეთშიც აქტიურად ოპერირებს, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია ბრენდის განვითარებისა და ხედვის რეალიზაციის გზაზე.

Facebook
LinkedIn
Print