„ელემენტ ქონსთრაქშენის” საქმიანობა მოიცავს ინდუსტრიულ, ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობას, სარემონტო სამუშაოებსა და პროექტირების სერვისს.
კომპანია 2007 წელს დაარსდა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტები.
“ელემენტ ქონსთრაქშენი” ოპერირებს პრეზენტაბელური პორტფოლიოთი, სადაც წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდებისთვის განხორციელებული ობიექტები.
2024 წელს “ელემენტ ქონსთრაქშენმა” საკუთარი სერვისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა და უზბეკეთში დაიწყო ოპერირება.
მიღებული აქვს ISO 45001:2018 (პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტი) და ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი) სერტიფიკატი.
დასახელებულია ნომერ პირველ ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად.
„ელემენტ ქონსთრაქშენი” მსოფლიოში კორპორატიული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივის UN GLOBAL COMPACT-ის წევრია.