„მოხარული ვარ, რომ „ელემენტ ჰოლდინგი“ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საშუალებას მაძლევს. ჩანს, რომ კურსის მონაწილეები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაშიც იყენებენ. იმედი მაქვს, რომ ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარებასაც ასევე წარმატებით შეძლებენ“, – აცხადებს დირკ ვაგნერი, ექსპერტი რკინაბეტონის სამუშაოების მიმართულებით.
„ელემენტ ჰოლდინგში“ საერთაშორისო ექსპერტების ტრენინგები USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს.