ელემენტ ჰოლდინგსა და  𝗺²-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა

„ელემენტ ჰოლდინგის“ წევრი კომპანიები 𝗺²-ის მასშტაბურ პროექტებს განახორციელებენ. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმდა.

,,ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ისეთი პროექტები განვახორციელოთ, სადაც სამშენებლო პროცესები მსოფლიო სტანდარტებთან იქნება გათანაბრებული. სწორედ ამ სტანდარტებით გამოირჩევიან „ელემენტ ჰოლდინგის“ წევრი კომპანიები და დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება,“ –  აცხადებს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი,  m² -ის გენერალური დირექტორი.შეთანხმების მიხედვით, 𝗺²-ის პროექტებში უკვე ჩაერთნენ ჰოლდინგის შემდეგი წევრი კომპანიები: „ელემენტ კონსტრაქშენი“, „ოლ-პი ჯგუფი“ და „ზერონი“.

Facebook
LinkedIn
Print