დამფუძნებელი
ლევან ბერაძე
ლევან ბერაძემ მშენებლობის ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით, 1996 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. სწავლა გერმანიაში, 1998 წელს, მიუნსტერის ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელა - მშენებლობის მართვის სპეციალობით.
განათლების მიღების პარალელურად, 2000-2003 წლებში, მუშაობდა გერმანულ სამშენებლო კომპანია „რუკვერკში” სამუშაოთა მწარმოებლად. იმავე პოზიციას ამჯერად უკვე კომპანია „ბრეფელდში”, 2003-2005 წლებში, იკავებდა.
2005 წელს, მიუნსტერის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლევან ბერაძე საქართველოში დაბრუნდა და 2007 წელს „ოლ-პი ჯგუფი” დააფუძნა. გერმანული სამშენებლო პრინციპების დანერგვა წარმატებული აღმოჩნდა.
კომპანიამ მალევე მოიპოვა იატაკის ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიის სტატუსი, რასაც სერვისების გაფართოება მოჰყვა. ლევან ბერაძის ხელმძღვანელობით კი განვითარდა მშენებლობის სხვადასხვა მიმართულება და ჩამოყალიბდა განსხვავებული პროფილის კომპანიები, რომლებსაც დღეს „ელემენტ ჰოლდინგი” აერთიანებს.