ელემენტ ჰოლდინგის შესახებ

„ელემენტ ჰოლდინგის“ დაარსების ისტორია 2007 წელს იწყება. სწორედ აღნიშნულ პერიოდში დაიწყო ოპერირება ჰოლდინგის პირველმა შვილობილმა კომპანიამ. ამჟამად, „ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.

შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს.

მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს. შვილობილი კომპანიები ფლობენ არაერთი გლობალური ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას.

მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა. 

„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.