საზღვრისპირა პეიზაჟი

„ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ,,ოლ-პი ჯგუფი“ განაგრძობს ახალგაზრდა არქიტექტორების მხარდაჭერას – სფეროსთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და პროექტებში აქტიური ჩართულობით. კომპანია წელსაც თბილისის არქიტექტურული ბიენალეს პარტნიორია.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას, ახალი ხედვებისა და არქიტექტურული იდეების აღმოჩენას. აღნიშნული ღონისძიებაც და მასში ჩვენი მონაწილეობაც ამ მიზანს ემსახურება“- აცხადებს „ოლ-პი ჯგუფის“ დირექტორი ნიკოლოზ მაჩალაძე.

თანამშრომლობის ფარგლებში, „ოლ-პი ჯგუფმა“ ქართულ-იტალიური ოფისის NOIA practice პროექტის ,,საზღვრისპირა პეიზაჟი“ განხორციელება უზრუნველყო. ინსტალაციის გაცნობა დამთვალიერებლებს, 6 თვის განმავლობაში, მშრალ ტბაზე შეეძლებათ.

Facebook
LinkedIn
Print