„ელემენტ ჰოლდინგის“ პროექტი „ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის“ მნიშვნელოვან ფაზაშია. საერთაშორისო ექსპერტების მენტორინგით, ჩატარდა ტრენინგების ციკლი, რომელმაც ევროკოდებთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური საკითხები დაფარა.
ტრენინგების მეორე ციკლი სექტემბერში განახლდება, სადაც ქართველ კონსტრუქტორებს გამოცდილებას კვლავაც საერთაშორისო ექსპერტები გაუზიარებენ.
ამასთან ერთად, ინიციატივა ევროკოდების (0, 1, 2 და 8) ქართულენოვანი სასწავლო მასალების უზრუნველყოფას და ელექტრონული ვერსიის მომზადებას მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს ევროკოდების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ მექანიზმებსაც.
„ელემენტ ჰოლდინგი“ აქტივობას ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის „ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის“ პარტნიორ მხარეებს კი წარმოადგენენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), საქართველოს ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაცია (SEAG) და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC).









