„ელემენტ ჰოლდინგის“ ინტერაქციულმა სტენდმა Caucasus Build-ზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, ევროკოდების რეფორმასთან დაკავშირებული კითხვები დაესვათ და მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიეღოთ.
კომპანიის მთავარი მიზანი საკითხზე ცნობიერების ამაღლება იყო. სტენდის ვიზიტორები მიმდინარე რეფორმითა და ევროკოდების პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობებით ინტერესდებოდნენ.
ევროკოდების რეფორმის მხარდაჭერა „ელემენტ ჰოლდგინმა“ 2023 წელს დაიწყო. ამჟამად კი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-თან პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს „ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის“.
აღნიშნული ინიციატივის პარტნიორებს წარმოადგენენ: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), საქართველოს ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაცია (SEAG) და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC).
სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაც „ელემენტ ჰოლდინგისთვის“ ევროკოდების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ეფექტური პლატფორმა აღმოჩნდა.
Caucasus Build-ი 17-19 აპრილს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა.